Swatch vs Alpen Gold

  






























































vs

მინდა ერთ დღეს



მინდა ერთ დღეს შემოვიდე და წერილი მივწერო ცხოვრებას...მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც მან გამიკეთა, ბოდიში მოვუხადო, რომ არ მსჯეროდა მისი...

. .



გამარჯობა. მე არ მინდა ჩემს საკუთარ ქალაქში უცხოელი ვიყო. მე წავალ.  . მესამე წერტილს კი ჩემთვის დავიტოვებ ))))

წივილ-კივილი


მე მიყვარს მუსიკის მოსმენა ღია ცის ქვეშ.. გულაღმა წოლა ბალახზე და ცაში ყურება, ცალ ხელში სიგარეტი,მიყვარს ხალხის ხმაური გარშემო, კივილი, წივილი, სიცილი, გადატენილი სივრცე და ამავდროულად თავისუფალი, თვალგაუწვდენელი ჰორიზონტი.
მე მომწონს ჩრდილი და აჩრდილებთან თამაში..გაქრობა და მერე ისევ გამოჩენა..მონატრება და მონატრებულად ყოფნა..სასიამოვნო შეხვედრები და უცნობი ნაცნობების აღმოჩენა. ჩემს ოთახში წლების მერე კვლავ შემორჩენილი პოსტერები. სიმღერები, რომლებიც მახსენებს ამა თუ იმ მოვლენას, ხანდახან კი კონკრეტულ წუთს ან წამს.
მე არ ვიცი რა განწყობა მაქვს ამ მომენტში იმიტომ, რომ ეს მომენტი უკვე გასული იქნება, როდესაც მე მომდევნო წინადადების წერას დავიწყებ. არც ის ვიცი რატომ გადავეჩვიე წიგნების კითხვას და რატომ არ ვყიდულობ ძალიან ბევრ სასურველ ნაწარმოებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი "ვერ მოვასწრებ დროულად წაკითხვას". 
მე ვერ ვიტან იმას, რომ ყველაფერს ვიტან. ვიტან სხვადასხვა დოზებით, გზებით თუ ჩიხებით. ყველაფრის გადაღეჭვა და გატარება შემიძლია. ფეთქებადი არ ვარ, ნელა ვიაზრებ და ასევე ნელა ვამუშავებ შემდეგ. არ ვზომავ ასჯერ, ვიდრე ერთხელ გავჭრი, მაგრამ არც წამიერი რეაქციები მაქვს. 
მე არ მაქვს ბევრი რამ, რაც მინდოდა მქონოდა. არ მაქვს ნიჭი მსახიობობის, მხატვრობის, მუსიკოსობის, ალბათ არც სიმღერის, თორემ რამე გამომივიდოდა.არ ვთვლი, რომ მჭირდება სიყვარულის ახსნები და დამტკიცებები, ზედმეტი ჩახუტებები და ლოყაზე სამჯერ გადაკოცნა.
მე მესმის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს და ისე არ ჩანს, როგორც არის. არ შეიძლება ერთდროულად მზე იყოს და სიგრილე, ღრუბელი და სიცხე, წვიმა და გვალვა, ქარი და სასიამოვნო ბრიზი. რაღაც უბრალოდ ხდება იმიტომ, რომ უნდა მოხდეს და ჩაიბეჭდოს წინა დღეების უსასრულო ქრონიკაში. არ ღირს არაფრის შეცვლა იმიტომ, რომ საბოლოოდ მაინც მოსახდენი მოხდება. უბრალოდ ის რაც მოსახდენია, უნდა ავირჩიო მე ჩემთვის, შენ - შენთვის, ჩვენ - ჩვენთვის.

..........................

giorgi miiikvarxarrr!!!!!

ქალაქგეგმარება

აიი ულამაზესიია!!!!!!!!!!!!!!!!!

ვწერ არაფერზე

რადგან წერა მეზარება, მაგრამ ახალი პოსტის შექმნა მსურს, ვიწყებ წერას არაფერზე.
ესე იგი, მეზარება არა წერა, არამედ იმის მოფიქრება ან ჩამოყალიბება, რაც შეიძლებოდა, დამეწერა ისე, რომ აზრი ჰქონოდა.
თუმცა, როგორც ბოლო დროს ვაკვირდები, არაფერზე წერა საკმაოდ საინტერესოც შეიძლება იყოს.
მიზეზი შეიძლება გრაფომანია იყოს - წერის დაუძლეველი სურვილი, იმისგან დამოუკიდებლად, საჭიროა თუ არა ამის დაწერა. მაგრამ, რადგან წერ, ესე იგი, მინიმუმ შენთვის არის საჭირო. თერაპიული თვალსაზრისით. თუ პირიქით- როგორ მკურნალობენ გრაფომანებს, საერთოდ უკრძალავენ წერას, ნეტა? არ ვიცი. მაგრამ, იმედს არ ვკარგავ, რომ ამდენ უაზრო ჯღაბნა-ჯღაბნაში რამე აზრიანსაც გადაეყრება ჩემი გონება..

მისურვეთ წარმატება, გზა დამილოცეთ, ხალხო :))

krushh

მომენატრა მასთან ლაპარაკი, თუნდაც უბრალოდ ერთად ყავის დალევა
მომენატრა მის სახლში გატარებული ღამეები
მომენატრა ჩვენი ხუმრობები
მომენატრა მისი ხმა, მისი წერის მანერა, მისი გამოგზავნილი მესიჯები
მომენატრა მასთან ერთად ტელევიზორის ყურება
მომენატრა მასთან ჩახუტება
მომენატრა მასთან ზაფხული
მომენატრა მასთან ზამთარი
მომენატრა მასთან ერთად გაალკოჰოლება
მომენატრა მასთან ერთად გაპათოლოგება
მომენატრა მასთან კამათი
მომენატრა მე მასთან
და მომენატრა ის ჩემთან..

შენთან დაკავშირებული მუსიკაც კი უზომოდ მტკენს
მახსენდება ერთად ბოდიალი ერთად თოვლში წოლა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება
მახსენდება საშიში ისტორიების მოყოლა
მახსენდება ბავშვური სისულელეები
ჩვენს ”შეყვარებულებთან” ტელეფონით რეკვა
მახსოვს როგორ გავდიოდით ღამის 2 საათზე სიგარეტის საყიდლად ცარიალ ქუჩაში
მახსენდება შენი ხელები
მახსენდება შენი ნაღვლიანი თვალები
მახსენდება შენი ცრემლები როდესაც ჩემს გამო ტიროდი

მახსენდება როგორ მიყვარხარ

 ცხოვრების ბოლომდე შენ ჩემთან იქნები!!!!!!

შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი და ჩემი მზე და ჩემი გათენება და ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული ხარ.მართლა ძალიან მიყვარხარ.. უზომოდ : )) უწერტილოდ : )) დაუსრულებლად : )) უსაზღვროდ   ♥ 

გულის ცემა

-ვერ ვიტან ჩემზე მაღალი რომ ხარ! გავლურჯდი უკვე "ვცახცახებდი" ტუჩებიც გამილურჯდა.
- დამიჯერე, ამასაც თავისი დადებითი მხარე აქვს. 
-რა?
-როდესაც გეხუტები, შენ შეგიძლია მოუსმინო ჩემს გულს, რომელიც მხოლოდ შენთვის ცემს.

gushin gamit..

shenma gulis cemam upro metad shemakvara sheni tavi..
iseti swrafi iko megona rame gchirda,magram mere gamaxsenda chaxutebulebi rom videqit:..
ise mikvarxar ver gadagikvareb mgoni..
arc shen gagirseb mosvenebul coxvrebas..
shenc eg gindoda ise da sawuwuno araferi gaqvs..

მატერიალური ფასეულობები > თქვენი

ამ ბოლოს საგრძნობლად იმატა ჩემს გარშემო იმ ხალხის რიცხხვმა,რომლებიც მატერიალურ  რაღაც-რაღაცებს დიდ ყურადღებას ანიჭებენ და მეტიც-არ ბეზრდებად მის გარშემო ტრიალი.უკვე ზედმეტად შემაწუხა იმან,რომ უნდა ვუსმინო მათ ლაყბობას და უარეს შემთხვევაში გაღიმებაც მომიწიოს ზოგჯერ.

არასდროს ვაფასებდი ადამიანს პირადი ღირსებების გარდა რამით და ვერც იმას ავიტან ჩემს გარშემო ვინმე იმას აკეთებდეს რაც მე არ მომწონს.ახლა ვიცი ერთი-ორი გულში გაივლებთ ჩემზე წერსო და მართალიცაა.მხოლოდ ერთს გირჩევთ - თუ გულში გაივლებ რო შენზე ვწერ ან გეკუთვნის და იპოვნე შენი თავი,თუ არადა მაშინ მიუთითე სხვას შენც,რომ არ მოგწონს ადამიანის ეგ ცუდი თვისება.


არ მინდა ახლა ბევრი ბოდიალი და დამოძღვრა,თქვენც კარგად იცით რა ხართ და აკონტროლეთ თავი.წინააღმდეგ შემთხვევაში გზა დამილოცნია:)

mon mon mon mon mon mon mon mon mon mon mon mon mon mon mon mon mon

თაფლობის თვე უნდა გავატარო აქ,ან ამაზე!
მე რა,რომ სიმაღლისფობია მჭირს? აქ ყველაფერი მთვრდება.
ჩემი ეიფელი,ჩემი პატარა,ჩემი მშვენიერი.ჩემთვის შექმნა გუსტავმა.იცოდა 1994-ში დაიბადებოდა ერთი გოგო,სახელიც რო შესაფერისი ექნებოდა და ეიფელომანიით იქნებოდა დაავადებული.
ჩემია,ჩემია,ჩემიაა :)))

წეღან მომწერა იმ პარიზელბა ბიჭმა მომენატრეო :დდ იდიოტია ვაბშე არ ვიცნობ და ჩამოდიო ჩემთანო.თუ ვერ ჩავაბარე მივდივარრრ .. აბა თუ გამიშვებ :დ

***

აკვიატებული ფიქრები და ვადაგასული მოსაზრებები უკვე ყელშია.
ყავაც გამითავდა.ყიდვა მეზარება.
ამ ბოლოს ფულის უაზროდ ხარჯვა დამჩემდა,საკუთარი ფულით მაინც ვმოძრაობდე.

დიდი სიამოვნებით ვირბენდი ახლა "თბილ" წვიმაში ვინმესთნ ერთად.მთლად ვინმეს არ მინდა,ცოტა ახლო უნდა იყოს.ვიცინებდი ბევრს და მერე ჩავეხუტებოდი. არა ჩხუტების ლომკა კი არ მაქვს,ასე პირდაპირ ვერ ვამბობ ვინ მინდა თორე ვიღაცას კი არ ჩავეხუტებოდი.

დღეს ან ხვალ გნახავთ ბავშვებო:)) ეს ის არ არის რაც შენ იფიქრე .

ითენა :))



ითენა.
ითენა.ითენა.ითეე.....

უმაგრესი ღამე იყო,აი არ მახსოვს შემთხვევა მაგდენი,რომ მეცინოს ან დღე ან ღამე. რაღც ძალიან თბილი სახლია,ყველაფრით.ეგეთი მშვიდი არსად ვყოფილვარ,არაფერი მაღელვებდა საერთოდ.ეგ იყო შემთხვევა,როდესაც დიდი ჩხუბის შემდეგ პირველად გავიხსენე გიორგი ცრემლების გარეშე.გოგოებს მოვუყევი მაშინ ჩხუბის შესახებ და მომინდა დამერეკა......... თუმცა,რა ქმა უნდა,არ დამირეკავს. [მე ხომ მე ვიყავი,როგორც შენ იტყოდი]
~
საერთოდ არ მძინებია იმ ღამეს,არც მე და არც ნანოს.სადღც 4 იქნებოდა მარის,რომ ჩაეძინა.მე კოღოები არ მაძინებდნენ ლამის ჭკუიდან შემშალეს.ნანოს ის არ აძინებდა,რომ მე სიცხე მქონდა და ყელი საშინლად მტკიოდა.
6ზე დათოს საწოლში გადამიყვანა და 3 ჭიქა ცხელი ჩაი დამალევინა.მერე წამლები და ასე შეერქვა ნუნუ იქიმიც :))) მართლა მაგარი იყო.მახსოვს იქიდან,რომ წამოვედით გზაში ხუციშვილს ველაპარაკებოდით და მე მერე ხმას აღარ ვცემდი.იმ ღამეს ჩემთან უნდა დარჩენილიყვნენ სახლში,მაგრამ მე და მარიმ დავსცხეთ,საშინლად ვიჩხუბეთ და მარი წავიდა,გაყვა ნანოც.მეორე დილას უკვე სახლში ვიყავი და გულშიაც არ გამივლია,რომ მარის ვაპატიებდი,მაგრამ დამირეკა და სხვა გზა არ იყო :))))

მაგის შემდეგ ბევრი რამ მოხდა,შეიცვალა.დღეს გიორგისაც ვცემ ხმას და მარისაც (მარისთან მეორე დიდი ომიც გადავიტანე) გამოდის ის,რომ არ შემიძლია ადამიანის შეზიზღება და რამდენსაც მაწყენინებენიმდენს ვპატიობ. მაგარი ცვალებადი ვინმე ვარ,მაგიტომაც იყო გუშინ ერთმე სულიერმა,რომ შემომჩივლა მეც ხომ არ მოგბეზრდები მალეო :))) არავინ იცის რადროს რა წამომივლის,მაგრამ მეეჭვება შენ მომბეზრდე.ისე გასართობად მაინც დაგიტოვებ თუ რამე =)) ეს,რა თქმა უნდა,ვიხუმრე და არ გავიგო წუწუნი :))) თუმცა ამას შენ,ალბათ, დიდხანს ვერ ნახავ .

პ.ს:ააა ახლა ის თათრის ბიჭი გამახსენდა,ვაიმეე იდიოტი ცუდად ვარ.ხეპრეე.......

კინო-თეატრი

2 დღეა კინოს ლომკა მაქვს.

სასტიკად მინდა სადმე შუა რიგებში მოვკალათდე და რამე საინტერესოს ვუყურო.

არ მინდა 3D. ოღონდ კინოთატრი იყოს და უკანა რიგებზეც თანახმა ვარ.

"ძირითადი განსხვავება სახლის კინოთეატრსა და DVD-პლეერს შორის ჟღერადობაშია, რომელიც ქმნის დასწრების სრულ ეფექტს და იძლევა სიტუაციის რეალურად აღქმის საშუალებას. ამ ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დამონტაჟების წესების დაცვით. არ დაგავიწყდეთ, წინასწარ შეაფასოთ აუდიტორიის განლაგება,  გაითვალისწინეთ, რომ დინამიკები უნდა განთავსდეს თავის დონეზე და უფრო ზემოთ. გადაწყვიტეთ, სად გსურთ დაალაგოთ დინამიკები  -კედელზე თუ იატაკზე.  თვით ოთახის აკუსტიკური თვისებები თამაშობენ ისეთივე მთავარ როლს, როგორც სწორად განლაგებული დინამიკები. ოპტიმალური აკუსტიკური იზოლაციის მიღწევა შესაძლებელია ინტერიერის  ხალიჩებით, მძიმე ფარდებით, რბილი ავეჯით და  ასევე დიდი სურათებით გაფორმების საშუალებით."
  ამ რჩევის წაკითხვის შემდეგ ამეკვიატა ახალი აზრი,იმდენად მომეწონა სახლის კინოთეატრი რომ პირველ ხელფასზე აუცილებლად ვიყიდი. მაგრამ მეშინია,რომ მალევე მომბეზრდება და გამივლის,ისევე როგორც ყველაფერი.

დეპრესია


დეპრესია (ლათინური სიტყვაა „ depressio” და დათრგუნულს ნიშნავს). იგი შიძლება განვითარდეს სულიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვის შედეგად. დეპრესია მოსდევს მუდმივ სტრესს, დაძაბულობას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მკაფიოდ გამოხატული მიზეზი არ არსებობს.
depresia
დეპრესიის გამოვლინებაა: უგუნებობა, ხასიათის რადიკალური ცვლილება, გაღიზიანება, გულგრილობა, შფოთვა, ნაღველი.დეპრესიაში მყოფი ადამიანი ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს, სრულ აპათიაშია. ახასიათებს უძილობა, ან ძილიანომა, კარგავს ენერგიას, აქვს მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, აწუხებს აკვიატებული აზრები, ვერ ახერხებს თავისი აზრების კონტროლს, ყურადღების მობილიზებას, ნანახის აღქმას და წაკითხულის გააზრებას.
ამ დროს ადამიანი თავის თავში ეძებს გამოსავალს, მაგრამ ვერ პოულობს. აქვს არასრულფასოვნების და დანაშაულის განცდა. კარგავს ადეკვატურად თვითშეფასების უნარს, ახდენს საკუთარი თავის საზოგადოებისგან თვითიზოლაციას. ბოლოს ამას ემატება ნერვიულობა საკუთარი ჯანმრთელობის გამო, რადგან ხანგრძლივი დეპრესია ადამიანს გარეგნულადაც აზარალებს. აღენიშნებათ კანკალი, ფერმკრთალობა, უჭირთ თავიანთი ქმედების კონტროლი და სხვა.
რამდენად ხშირია დეპრესია? სტატისტიკის მიხედვით, რომელიც 2006 წელს ამერიკაში ჩატარდა, ყოველი მეოთხე ქალი და მეცხრე მამაკაცი დეპრესიაში ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვარდება.
დეპრესია – ეს ისეთი დაავადებაა, რომელსაც ასაკი არ აქვს. იგი შეიძლება დაემართოს დიდსაც და პატარასაც, მაგრამ საერთოდ, სტატისტიკურად ყველაზე ხშირად, დეპრესია ემართებათ 30-დან 50- წლამდე ასაკის ადამიანებს.
დეპრესიაარსებობენ ადამიანები, რომლებსაც დეპრესია ცხოვრებაში ერთხელ ემართებათ, ან რამოდენიმეჯერ, მაგრამ არსებობს ასევე ქრონიკული დეპრესია, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს.
როგორ გავუმკვლავდეთ დეპრესიას?მსუბუქი დეპრესიის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი. დრო დავუთმოთ სუფთა ჰაერზე სეირნობას. თავს არ უნდა მივცეთ განმარტოების საშუალება, მოვინახულოთ საყვარელი ადამიანები: მეგობრები, ნათესავები, ვისთან ყოფნა და საუბარიც გვსიამოვნებს. ასევე, უნდა დავარეგულიროთ კვების რეჟიმი. უმჯობესია ვიკვებოთ ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტით. სასურველია მენიუდან ამოვიღოთ ცომეული საკვები.
მაგრამ როდესაც ძალიან ხართ შეპყრობილი დეპრესიით და საკუთარი ძალით ვერ უმკვლავდებით მას, აუცილებელია მედიკამენტური ჩარევა. ამისთვის კი ფსიქოთერაპევტს, ან ფსიქიატრს უნდა მიმართოთ.
ძვირფასო მკითხველო! ვისაც გაწუხებთ დეპრესია, გული არ გაიტეხოთ. იგი ადვილად განკურნებადია. პაციენტების 80% სრულად იკურნება. ამიტომ მთავარია მოინდომოთ. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. იკვებეთ სწორად, მისდიეთ სპორტს, აკეთეთ საყვარელი საქმე და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

კრუუშ.



    მოვენატრე და დამირეკა :)) ასეც ვიცოდი,დიდხანს ვერ გაძლებდა. ჩემი კრუშა,ჩემი ბუსკუჩი,ჩემი დებილი გოგო.პირველი რეაქცია კარგი მქონდა :))) ჩემო ცხოვრება უზომოდ მიყვარხარ ..

DIET MTN DEW

http://www.youtube.com/watch?v=u89_AiQu9BQ

    მთელი დღეა ამეკვიატა.1 საათში უკვე ზეპირად ვიცოდი. მართალია მალე 1 წელი შეუსრულდება ამ სიმღერას და მე ახლა აღმოვაჩინე,მაგრამ რა ვუყოთ რომ ძალიან მომაწონა თავი.
                                         ალბათ ამასაც 3-4 დღე მოვუსმენ და მერე მიეცემა დავიწყებას....
    დღეს არავის გავუღვიძებივარ,იქეთ გავაღვიძე ერთი ვაჟბატონი თუმცა მეტ უკეთესს ის ვერც ინატრებს =)) დღეს,რომ ჩემით იწყებ რატომ უნდა იყო უკმაყოფილო?? არა ძალიან თავმდაბალი ვარ ასეც არ შეიძლება =))) ახლა სოოს ბლოგზე ვიყავი და ვცდილობდი გამახსენებინა როგორ უნდა ვწერო სწორად,მაგრამ მმმმ მაინც არეულად ვწერ,,,,, რა მჭირს არ ვიცი,,
   

>>ტუა ღიღ -

ყავა,,სიგარეტი  -- (არ ვეწევი უბრალოდ სხვის ბიჩოკებს ვინახავ )
არეული ოთახი,წარწერები კედლებზე,კარებზე,საწოლზე...........

შემოდის დედა და გასვლისას მიტოვებს ფრაზას "ეს კარი,რომ ჩამოვარდება გაგჭყლეტს,ამდენი რამ რომ არ ეტევა ვერ უნდა მიხვდე?" კი ვხვდები,მაგრამ არ მემეტებიან ჩამოსახსნელად და რა ვუყო?? ამ ნახატებს მაინც ჩამოვხსნიდი,მაგრამ არ მიაქვს ვისაც ვაჩუქე და რა ვუყო ხომ არ გადავყრი?? (ვიცი უნამუსო ხარო გაიფიქრებ,რომ წაიკითხავ და მართლიცაა).


თუ გინდათ,რომ ჩემი ნახატები არ დაიკარგოს და ხშირად თვენთვისაც ვხატო შემოთავავზე მაქვს:ყველა იმ საკანცელარიო ნივთს,რომელსაც მე ხატვის დროს ვიყენებ და ძალიან მალე მითავდება მომაწვდით თქვენ და აღარც იმაზე წუწუნი მოგიწევთ შემდეგ თუ რატომ თქვენ არ დაგიხატეთ:) პრობლემა მოგვარდა :)

მააააააააააა მჭრდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

                         წამიყვანე შენთან!



საკუთარ თვს მირჩევნიხარ კრუშ.

  არ მემეტები იმისთვის,რომ დაიღუპო.არ მემეტები არავისთვის.ჩემი ცხოვრება ხარ,უშენოდ არ შემიძლია.ყოველთვის ეგონათ,რომ ერთმანეთზე ვიყავით შეყვარებული და ეს გვახალისებდა.5-6 წელი გავიდა და დღესაც ისე ძლიერ მიყვარხარ როგორც პირველ დღეს.არასდროს გაიცვითება ის გრძნობა შენს მიმართ,რომ მაქვს.ჩემი გულის ნაწილი ხარ,დიდი ნაწილი. არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება და რა ვუყო!!
 რატო იღუპავ თავს,საით მიექანები? რას უკეთებ შენ თავს? მე რას მიკეთებ? ხომ ვიცი უზომომ გიყვარვარ და რატო მიკეთებ ამას? რამე დამიშავებია შენთვის სიყვარულის მეტი? შენს გამო ყველას გადავუვლი,ყველას ფეხებზე დავიკიდებ,კველაზე წინ დაგაყენებ,არასდროს შეგახსენებ რაც გული გიტკენინებია ოღონდ გთხოვ შეიცვალე,დამიბრუნდი.მე ისეთი მჭირდები როგორც მაშინ.ისეთი კარგი,ლამაზი,მხიარული,ჭკვიანი. რა გჭირს,ასე რამ შეგცვალა დღეს იმას აკეთებ რაზეც ადრე სხვას დასცინოდი.აქამდე როგორ დაეშვი,თავმოყვარეობა დაკარგე,ყველაფერს კარგად,ყველას.







  ახლა ალბათ სადმე ბარში ხარ ან ვინმე "დაქალთან" მე კი აქ უნდა ვიჯდე და გაკვდებოდე.ეს ფეხებზე გკიდია? ჩემი ცრემლები სულ  არ გაწუხებს? რატო შემაყვარე აბა ასე თავი? რისთვის მეცნობოდი თავიდან ფეხებამდე? რატო მასწავლე სად როგორ,რანაირად უნდა მოვქცეულიყავი? რატო მასწავლე ამდენი რამე და არ მასწავლე უშენობა?? რა ვუყო ამდენ მოგონებებს? საითც არ უნდა გავიხედო ყველაგნა შენ ხარ,ყველა ნივთი,სიმღერა,სიტყვა............ ყველაგფერს შენამდე მოვყავარ. ახლა ავიღებდი მობილურს დაგირეკავდი,გეტყოდი როგორც მიყვარხარ და არ შემიძლია უშენოდა,მაგრამ აზრი? ან მეტყვი,რომ გეძინება და არ გცალია ჩემთვის ან კიდევ დრო,რომ უქმად დავკარგე და ამით სულ მომიღებ ბოლოს. რა უნდა დამიშაო მეტი რო თავი შემაზიზღო?? არასდროს იქნები შენ ჩემთვის უბრალო ნათესავი,ვიღაც,ძველი ნაცნობი ან მეგობარი. ყოველთვის ისე მეყვარები როგორც პირველ დღეს. მანამ სანამ გული ძგერას არ შეწყვეტს.

ნდობა და პატიება.

წვიმს.
სადაცაა ცა ცამოიქცევა,სულ შავია ზეცა,თან ეს ქარიშხალი.
რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს.
ამ ბოლოს შიშები დამჩემდა,არ მომწონს ასეთი მე.
რა მგრძნობიარე,გულჩვილი და მეამიტი ვარ ღმეერთო ჩემო.

>> რა გამეტებით ისვრის წვიმა წვეთბს,ვიღცას ერჩის ამდვილად-ან რაღაცას.
მგონი იმ საბრალო კაცის დაკრძალვას განიცდის,გამოეტირა. <<

მინდოდა რამე დამეწერა,საინტერესო და კარგი,მაგრამ არ მიმუშავებს ტვინი. (შემომრჩ ნეტა კი?) გულწრფელი ხალისი მაკლია,კიდევ ხალხი საყვარელი და 2 ბილეთი. (რა მიმართულებით აღარ დავაკონკრეტებ უკვე ყველამ იცით (თავი მოგაბეზრეთ ) ) მაკლია აგრეთვე ნდობა დიდი რაოდენობით :
"ამ დროში 21-ე საუკუნეში, ადამიანების დიდი ნაწილი მიხვდა რომ არავის ნდობა არ შეიძლება,ზოგმა გამოსცადა და ისე მიხვდა,შეიძლება ამის შემდეგ არა მაერტო ხალხი,არამედ მთელი სამყაროც შესძულდა...ეს საშინელებაა... ზოგი კი კვლავ ისეთი გულუპყვრილოა,რომ ყველას ენდობა...ესეც საშინელებაა...
-გიყვარვარ?
-ისევე, როგორც ადამს უყვარდა ევა.
-გჭირდები?
-ისევე, როგორც ადამს სჭირდებოდა ევა.
-ედემი?
-ედემში ვცხოვრობთ ყველა...
-არ გეშინია?
-რისი???
-ადამი აცდუნა ევამ!.."  <<  ხოდა იმის თქმა მინდოდა,რომ გავუფასურდი ჩემი პოსტებიანად და აზრებიანად. ვეღარც საინტერესოს ვწერ ვერაფერს და ვეღარც ამინდს დავაბრალებ ჩემ ამ მდგომარეობას.
ყოველი დღე ერთნაირად იწყება,აღარც მზე მიწყვიტავს რამეს და აღარც წვიმა.
აღარც ის მესმის რა აზრი აქვს აპატიებ თუ არა ვინმეს რამეს და აღარც-რა აზრი აქვს ენდობი თუ არა ვინემს..... მგონი ეს 2 პრობლემა მარტო მე კიარა მთელ მსოფლიოს აწუხებს.ხელი უნდა ავიღო ამაზე ფიქრით ტვინის ჭყლეტვაზე თორე ახალმა პრობლემებნა იჩინა თავი და ამდენს ერთად ვერ ვუმკლავდები.ერთმანეთში ირევა და ბოლოს გაგიჯებამდე მივყავარ.რას არ გავიღებდი იმისთვის,რომ ადამიანებს ნდობა გვესწავლა და პატარა შეცდომებზე პატიება,მაგრამ აბა როგორ??  ან კი რა ნამუსით ვქადაგებ,როდესაც ჯერ მე მაქვს ნდობა და პატიება სასწავლი?! ავირიე,არაფერი გამომდის.