ამ ბოლოს საგრძნობლად იმატა ჩემს გარშემო იმ ხალხის რიცხხვმა,რომლებიც მატერიალურ რაღაც-რაღაცებს დიდ ყურადღებას ანიჭებენ და მეტიც-არ ბეზრდებად მის გარშემო ტრიალი.უკვე ზედმეტად შემაწუხა იმან,რომ უნდა ვუსმინო მათ ლაყბობას და უარეს შემთხვევაში გაღიმებაც მომიწიოს ზოგჯერ.
არასდროს ვაფასებდი ადამიანს პირადი ღირსებების გარდა რამით და ვერც იმას ავიტან ჩემს გარშემო ვინმე იმას აკეთებდეს რაც მე არ მომწონს.ახლა ვიცი ერთი-ორი გულში გაივლებთ ჩემზე წერსო და მართალიცაა.მხოლოდ ერთს გირჩევთ - თუ გულში გაივლებ რო შენზე ვწერ ან გეკუთვნის და იპოვნე შენი თავი,თუ არადა მაშინ მიუთითე სხვას შენც,რომ არ მოგწონს ადამიანის ეგ ცუდი თვისება.
არ მინდა ახლა ბევრი ბოდიალი და დამოძღვრა,თქვენც კარგად იცით რა ხართ და აკონტროლეთ თავი.წინააღმდეგ შემთხვევაში გზა დამილოცნია:)
No comments:
Post a Comment