დეპრესია


დეპრესია (ლათინური სიტყვაა „ depressio” და დათრგუნულს ნიშნავს). იგი შიძლება განვითარდეს სულიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვის შედეგად. დეპრესია მოსდევს მუდმივ სტრესს, დაძაბულობას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მკაფიოდ გამოხატული მიზეზი არ არსებობს.
depresia
დეპრესიის გამოვლინებაა: უგუნებობა, ხასიათის რადიკალური ცვლილება, გაღიზიანება, გულგრილობა, შფოთვა, ნაღველი.დეპრესიაში მყოფი ადამიანი ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს, სრულ აპათიაშია. ახასიათებს უძილობა, ან ძილიანომა, კარგავს ენერგიას, აქვს მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, აწუხებს აკვიატებული აზრები, ვერ ახერხებს თავისი აზრების კონტროლს, ყურადღების მობილიზებას, ნანახის აღქმას და წაკითხულის გააზრებას.
ამ დროს ადამიანი თავის თავში ეძებს გამოსავალს, მაგრამ ვერ პოულობს. აქვს არასრულფასოვნების და დანაშაულის განცდა. კარგავს ადეკვატურად თვითშეფასების უნარს, ახდენს საკუთარი თავის საზოგადოებისგან თვითიზოლაციას. ბოლოს ამას ემატება ნერვიულობა საკუთარი ჯანმრთელობის გამო, რადგან ხანგრძლივი დეპრესია ადამიანს გარეგნულადაც აზარალებს. აღენიშნებათ კანკალი, ფერმკრთალობა, უჭირთ თავიანთი ქმედების კონტროლი და სხვა.
რამდენად ხშირია დეპრესია? სტატისტიკის მიხედვით, რომელიც 2006 წელს ამერიკაში ჩატარდა, ყოველი მეოთხე ქალი და მეცხრე მამაკაცი დეპრესიაში ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვარდება.
დეპრესია – ეს ისეთი დაავადებაა, რომელსაც ასაკი არ აქვს. იგი შეიძლება დაემართოს დიდსაც და პატარასაც, მაგრამ საერთოდ, სტატისტიკურად ყველაზე ხშირად, დეპრესია ემართებათ 30-დან 50- წლამდე ასაკის ადამიანებს.
დეპრესიაარსებობენ ადამიანები, რომლებსაც დეპრესია ცხოვრებაში ერთხელ ემართებათ, ან რამოდენიმეჯერ, მაგრამ არსებობს ასევე ქრონიკული დეპრესია, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს.
როგორ გავუმკვლავდეთ დეპრესიას?მსუბუქი დეპრესიის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი. დრო დავუთმოთ სუფთა ჰაერზე სეირნობას. თავს არ უნდა მივცეთ განმარტოების საშუალება, მოვინახულოთ საყვარელი ადამიანები: მეგობრები, ნათესავები, ვისთან ყოფნა და საუბარიც გვსიამოვნებს. ასევე, უნდა დავარეგულიროთ კვების რეჟიმი. უმჯობესია ვიკვებოთ ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტით. სასურველია მენიუდან ამოვიღოთ ცომეული საკვები.
მაგრამ როდესაც ძალიან ხართ შეპყრობილი დეპრესიით და საკუთარი ძალით ვერ უმკვლავდებით მას, აუცილებელია მედიკამენტური ჩარევა. ამისთვის კი ფსიქოთერაპევტს, ან ფსიქიატრს უნდა მიმართოთ.
ძვირფასო მკითხველო! ვისაც გაწუხებთ დეპრესია, გული არ გაიტეხოთ. იგი ადვილად განკურნებადია. პაციენტების 80% სრულად იკურნება. ამიტომ მთავარია მოინდომოთ. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. იკვებეთ სწორად, მისდიეთ სპორტს, აკეთეთ საყვარელი საქმე და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

No comments:

Post a Comment