კინო-თეატრი

2 დღეა კინოს ლომკა მაქვს.

სასტიკად მინდა სადმე შუა რიგებში მოვკალათდე და რამე საინტერესოს ვუყურო.

არ მინდა 3D. ოღონდ კინოთატრი იყოს და უკანა რიგებზეც თანახმა ვარ.

"ძირითადი განსხვავება სახლის კინოთეატრსა და DVD-პლეერს შორის ჟღერადობაშია, რომელიც ქმნის დასწრების სრულ ეფექტს და იძლევა სიტუაციის რეალურად აღქმის საშუალებას. ამ ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დამონტაჟების წესების დაცვით. არ დაგავიწყდეთ, წინასწარ შეაფასოთ აუდიტორიის განლაგება,  გაითვალისწინეთ, რომ დინამიკები უნდა განთავსდეს თავის დონეზე და უფრო ზემოთ. გადაწყვიტეთ, სად გსურთ დაალაგოთ დინამიკები  -კედელზე თუ იატაკზე.  თვით ოთახის აკუსტიკური თვისებები თამაშობენ ისეთივე მთავარ როლს, როგორც სწორად განლაგებული დინამიკები. ოპტიმალური აკუსტიკური იზოლაციის მიღწევა შესაძლებელია ინტერიერის  ხალიჩებით, მძიმე ფარდებით, რბილი ავეჯით და  ასევე დიდი სურათებით გაფორმების საშუალებით."
  ამ რჩევის წაკითხვის შემდეგ ამეკვიატა ახალი აზრი,იმდენად მომეწონა სახლის კინოთეატრი რომ პირველ ხელფასზე აუცილებლად ვიყიდი. მაგრამ მეშინია,რომ მალევე მომბეზრდება და გამივლის,ისევე როგორც ყველაფერი.

No comments:

Post a Comment