რატო იღუპავ თავს,საით მიექანები? რას უკეთებ შენ თავს? მე რას მიკეთებ? ხომ ვიცი უზომომ გიყვარვარ და რატო მიკეთებ ამას? რამე დამიშავებია შენთვის სიყვარულის მეტი? შენს გამო ყველას გადავუვლი,ყველას ფეხებზე დავიკიდებ,კველაზე წინ დაგაყენებ,არასდროს შეგახსენებ რაც გული გიტკენინებია ოღონდ გთხოვ შეიცვალე,დამიბრუნდი.მე ისეთი მჭირდები როგორც მაშინ.ისეთი კარგი,ლამაზი,მხიარული,ჭკვიანი. რა გჭირს,ასე რამ შეგცვალა დღეს იმას აკეთებ რაზეც ადრე სხვას დასცინოდი.აქამდე როგორ დაეშვი,თავმოყვარეობა დაკარგე,ყველაფერს კარგად,ყველას.
ახლა ალბათ სადმე ბარში ხარ ან ვინმე "დაქალთან" მე კი აქ უნდა ვიჯდე და გაკვდებოდე.ეს ფეხებზე გკიდია? ჩემი ცრემლები სულ არ გაწუხებს? რატო შემაყვარე აბა ასე თავი? რისთვის მეცნობოდი თავიდან ფეხებამდე? რატო მასწავლე სად როგორ,რანაირად უნდა მოვქცეულიყავი? რატო მასწავლე ამდენი რამე და არ მასწავლე უშენობა?? რა ვუყო ამდენ მოგონებებს? საითც არ უნდა გავიხედო ყველაგნა შენ ხარ,ყველა ნივთი,სიმღერა,სიტყვა............ ყველაგფერს შენამდე მოვყავარ. ახლა ავიღებდი მობილურს დაგირეკავდი,გეტყოდი როგორც მიყვარხარ და არ შემიძლია უშენოდა,მაგრამ აზრი? ან მეტყვი,რომ გეძინება და არ გცალია ჩემთვის ან კიდევ დრო,რომ უქმად დავკარგე და ამით სულ მომიღებ ბოლოს. რა უნდა დამიშაო მეტი რო თავი შემაზიზღო?? არასდროს იქნები შენ ჩემთვის უბრალო ნათესავი,ვიღაც,ძველი ნაცნობი ან მეგობარი. ყოველთვის ისე მეყვარები როგორც პირველ დღეს. მანამ სანამ გული ძგერას არ შეწყვეტს.
No comments:
Post a Comment