სადაცაა ცა ცამოიქცევა,სულ შავია ზეცა,თან ეს ქარიშხალი.
რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს.
ამ ბოლოს შიშები დამჩემდა,არ მომწონს ასეთი მე.
რა მგრძნობიარე,გულჩვილი და მეამიტი ვარ ღმეერთო ჩემო.
>> რა გამეტებით ისვრის წვიმა წვეთბს,ვიღცას ერჩის ამდვილად-ან რაღაცას.
მგონი იმ საბრალო კაცის დაკრძალვას განიცდის,გამოეტირა. <<
მინდოდა რამე დამეწერა,საინტერესო და კარგი,მაგრამ არ მიმუშავებს ტვინი. (შემომრჩ ნეტა კი?) გულწრფელი ხალისი მაკლია,კიდევ ხალხი საყვარელი და 2 ბილეთი. (რა მიმართულებით აღარ დავაკონკრეტებ უკვე ყველამ იცით (თავი მოგაბეზრეთ ) ) მაკლია აგრეთვე ნდობა დიდი რაოდენობით :
"ამ დროში 21-ე საუკუნეში, ადამიანების დიდი ნაწილი მიხვდა რომ არავის ნდობა არ შეიძლება,ზოგმა გამოსცადა და ისე მიხვდა,შეიძლება ამის შემდეგ არა მაერტო ხალხი,არამედ მთელი სამყაროც შესძულდა...ეს საშინელებაა... ზოგი კი კვლავ ისეთი გულუპყვრილოა,რომ ყველას ენდობა...ესეც საშინელებაა...
-გიყვარვარ?
-ისევე, როგორც ადამს უყვარდა ევა.
-გჭირდები?
-ისევე, როგორც ადამს სჭირდებოდა ევა.
-ედემი?
-ედემში ვცხოვრობთ ყველა...
-არ გეშინია?
-რისი???
-ადამი აცდუნა ევამ!.." << ხოდა იმის თქმა მინდოდა,რომ გავუფასურდი ჩემი პოსტებიანად და აზრებიანად. ვეღარც საინტერესოს ვწერ ვერაფერს და ვეღარც ამინდს დავაბრალებ ჩემ ამ მდგომარეობას.
ყოველი დღე ერთნაირად იწყება,აღარც მზე მიწყვიტავს რამეს და აღარც წვიმა.
აღარც ის მესმის რა აზრი აქვს აპატიებ თუ არა ვინმეს რამეს და აღარც-რა აზრი აქვს ენდობი თუ არა ვინემს..... მგონი ეს 2 პრობლემა მარტო მე კიარა მთელ მსოფლიოს აწუხებს.ხელი უნდა ავიღო ამაზე ფიქრით ტვინის ჭყლეტვაზე თორე ახალმა პრობლემებნა იჩინა თავი და ამდენს ერთად ვერ ვუმკლავდები.ერთმანეთში ირევა და ბოლოს გაგიჯებამდე მივყავარ.რას არ გავიღებდი იმისთვის,რომ ადამიანებს ნდობა გვესწავლა და პატარა შეცდომებზე პატიება,მაგრამ აბა როგორ?? ან კი რა ნამუსით ვქადაგებ,როდესაც ჯერ მე მაქვს ნდობა და პატიება სასწავლი?! ავირიე,არაფერი გამომდის.
No comments:
Post a Comment