მომენატრა მის სახლში გატარებული ღამეები
მომენატრა ჩვენი ხუმრობები
მომენატრა მისი ხმა, მისი წერის მანერა, მისი გამოგზავნილი მესიჯები
მომენატრა მასთან ერთად ტელევიზორის ყურება
მომენატრა მასთან ჩახუტება
მომენატრა მასთან ზაფხული
მომენატრა მასთან ზამთარი
მომენატრა მასთან ერთად გაალკოჰოლება
მომენატრა მასთან ერთად გაპათოლოგება
მომენატრა მასთან კამათი
მომენატრა მე მასთან
და მომენატრა ის ჩემთან..
შენთან დაკავშირებული მუსიკაც კი უზომოდ მტკენს
მახსენდება ერთად ბოდიალი ერთად თოვლში წოლა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება
მახსენდება საშიში ისტორიების მოყოლა
მახსენდება ბავშვური სისულელეები
ჩვენს ”შეყვარებულებთან” ტელეფონით რეკვა
მახსოვს როგორ გავდიოდით ღამის 2 საათზე სიგარეტის საყიდლად ცარიალ ქუჩაში
მახსენდება შენი ხელები
მახსენდება შენი ნაღვლიანი თვალები
მახსენდება შენი ცრემლები როდესაც ჩემს გამო ტიროდი
მახსენდება როგორ მიყვარხარ
ცხოვრების ბოლომდე შენ ჩემთან იქნები!!!!!!
No comments:
Post a Comment