ვერ გამიგია, საერთოდ რატომ იმახსოვრებენ ადამიანები ერთმანეთის დაბადების თარიღებს? რა არის მისალოცი იმაში, რომ რამდენიმე წლის წინ, ზუსთად ამ თვესა და რიცხვში გაჩნდი, ეს ხომ ისედაც ფაქტია?
მე არ გავიღვიძებ ჩემს დაბადების დღეზე დილაადრიან. მოლოცვებს არ ვუპასუხებ ტექსტით: “გელოდებით ამ საღამოს 6 საათისკენ…” და ბლა ბლა ბლა… და საერთოდაც, არ მჭირდება არანაირი მოლოცვა, საჩუქრები და სიმბოლური ყურადღება. ისედაც მშვენივრად მომემატება კიდევ ერთი წელი