ცივა..
ოთახში სიბნელეა..
ვზივარ,თითქმის გაყინულ ჩაის ვსვამ და ვერაფერს ვერ ვგრძნობ..
ვფიქრობ,რა მოხდებოდა თუ.. არა,არაფერი არ მოხდებოდა..
გელოდები.. დარწმუნებული ვარ,რომ გახსოვარ..
ვერ ვაზროვნებ.. ტვინი მხოლოდ ერთ რაღაცაზეა ჩაციკლული და სხვაზე არაფერზე არ ფიქრობს..
გაქცევა მინდა.. იქ სადაც,თბილა და ყველა ბედნიერია..
მეშინია.. მეშინია ყველაფრის.. მეშინია,რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და შენ აღარ მეყოლები..
ხმაურია.. ვიცი,რომ ხმაურია,მაგრამ არაფერი არ მესმის..
მინდა,რომ აქ იყო.. უბრალოდ აქ იყო.. მეტი არაფერი..
შენი თვალები მომენატრნენ.. თვალები,რომლებიც მუდამ ბრწყინავენ..
მომენატრა შენი ღიმილი.. შენი საუბარი.. შენ მომენატრე..
მაგრამ.. ბედნიერი ვარ..
ვიცი,რომ ოდესმე შეიძლება გნახო..
იმედს არ ვკარგავ..
მიყვარხარ.
No comments:
Post a Comment