მზე არც ისე თბილია, როგორც თქვენ ადამიანები ფიქრობთ. ის უბრალოდ თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, ეს არის და ეს. მისი მისია საკმაოდ რთულია , უგულოდ მაგრამ მაინც აგზავნის სხივებს დედამიწაზე.
მზე არც ისე თბილია, როგორც თქვენ ფიქრობთ.
მე მისთვის ხელისშემშლელი არსება ვიყავი, ამიტომ მშობა ღამით და მიმატოვა.
გამიგია ადამიანებიც ტოვებენ ბავშვებსო. ნუთუ ადამიანებიც მზის მსგავსი ნათელი ქურქით დადიან, რომლის შიგნითაც ყინული და სიცივეა?!
ღამით როცა დედამიწას დავყურებ, ადამიანთა მიმართ თანაგრძნობა მიჩნდება, რადგან ღამით ნათელ ქურქს ყველა იხდის, ამ დროს ისინი ძალიან უმწეონი, საცოდავები და თეთრები არიან.
ღამე მიყვარს, ისევე როგორც შენ ადამიანო.
დაჯდები ხოლმე ჩემს რომელიმე ძმობილ ღრუბელზე და დაგყურებთ. ხანდახან ვარსკვლავებიც მეთამაშებიან. მთვარეც შვილივით მიყურებს, მაგრამ მე მაინც დედა მენატრება. ცივი მზე მენატრება.
მახსოვს მუცლად ყოფნისას როგორ ვნატრობდი მალე გამოსვლას, რათა ჩავხუტებოდი და მისი წუთური თმების სუნი შემეგრძნო, მაგრამ ამაოდ. მზემ მშვა თუ არა იმწუთას მიმატოვა. ახლოსაც არ გამიკარა.
მისთვის ცუდი ღამის მოგონება ვიყავი, მთელი შვიდი თვე ზიზღით მატარა, მეკი ის მაინც მიყვარს, მაინც მენატრებ და მაინც ველოდები.
მე მზემ მშობა.
დღეს მე 5 წლის გავხდი მას შემდეგ რაც მზემ მშობა.
მშობა და მიმატოვა, ღრუბლების და ვარსკვლავების ამარა.
მზე არც ისე თბილია, როგორც თქვენ ფიქრობთ.
გამიგია ადამიანებიც ტოვებენ ბავშვებსო. ნუთუ ადამიანებიც მზის მსგავსი ნათელი ქურქით დადიან, რომლის შიგნითაც ყინული და სიცივეა?!
ღამით როცა დედამიწას დავყურებ, ადამიანთა მიმართ თანაგრძნობა მიჩნდება, რადგან ღამით ნათელ ქურქს ყველა იხდის, ამ დროს ისინი ძალიან უმწეონი, საცოდავები და თეთრები არიან.
დაჯდები ხოლმე ჩემს რომელიმე ძმობილ ღრუბელზე და დაგყურებთ. ხანდახან ვარსკვლავებიც მეთამაშებიან. მთვარეც შვილივით მიყურებს, მაგრამ მე მაინც დედა მენატრება. ცივი მზე მენატრება.
მისთვის ცუდი ღამის მოგონება ვიყავი, მთელი შვიდი თვე ზიზღით მატარა, მეკი ის მაინც მიყვარს, მაინც მენატრებ და მაინც ველოდები.
დღეს მე 5 წლის გავხდი მას შემდეგ რაც მზემ მშობა.
მშობა და მიმატოვა, ღრუბლების და ვარსკვლავების ამარა.
No comments:
Post a Comment