მე ხომ პატარა ვიყავი...

სახლში მარტო დამტოვეს. სანამ წავიდოდნენ, მითხრეს: – შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ხომ არ გეშინიაო?!- და მეც არა-თქო ვუპასუხე. ჯერ სათამაშოებით თამაში დავიწყე, მაგრამ მალე მომბეზრდა. მერე ოთახებში დავიწყე სიარული და უცებ ძალიან შემეშინდა. საძინებელში შევედი და ლოგინის ქვევით შევიხედე, მერე კარადა გამოვაღე მერე საძინებლის ფარდები გადავწიე… მეშინოდა.. გადაწეულ ფარდებს იქით, აივანი იყო. ვიდექი და აივანს ვუყურებდი. უცებ, ზურგზე ხუთი თითი ვიგრძენი, გაშლილი მტევანი .. ცივმა ოფლმა დამასხა, ვიკივლე და მოვტრიალდი… არავინ იყო.. მე ხომ, სახლში მარტო ვიყავი..

No comments:

Post a Comment