ძველი პაპკიდან მხოლოდ იმიტომ გადმოვიტა,რომ შენ ძალიან გიყვარს ჩემო მარიამ.

ღამის 2 საათია.....
ცხელა....
ძვლებში მამტვრევს....
გოგოებს ძინავთ ტკბილად...
პლედი მოვიხურე და ფანჯარასთან მივედი,წარწერა "ნინი" წინა ზაფხულს დავტოვეთ,ნინიკო იყო იმ ღამით ჩვენთან....მენატრება...
აივანზე გავედი,ბნელა...შემოვედი.....5 საათია ისევ გავედი და ამჯერად დღიურით,ვზივარ,ვწერ,წვიმს,ცივა....მანქანაში ჩავჯექი,აზრი არ აქვს მეორე მანქანა დაკეტილია თორე ჩავიდოდი ქვემოთ...
მესამეზე ავედი და მარიამი გამახსენდა,ჩვენი წინა ზაფხულით....იცის წარმოვიდგინე როგორ დარბოდა ერთ დროს აქ ამ ადგილას პატარა მარი რომელიც დგეს სხვა ორმა პატარამ შეცვალა.....
საშინელი ნოსტალგია მაქვს,ყველას და ყველაფრის,მინდა გავქრე.....
ცივა და იძულებული ვარ სახლში შევიდე..
7 საათია,8–მდე სიწყნარეს ვუსმენ.
11–ზე მასხარები მოვიდნენ და წამოვედით,მალე დავბრუნდები უკან,მაგრამ აქედან წასვლა ყოველთვის მიჭირს......სულ რაგაც 10 დღეში სოფელი გამოცოცხლდება და მეც ვეწვევი სასწრაფოდ.
სახლში სიმშვიდეა მარტო ვარ,მოვა ეხლა ჩემი ძმა წუთი–წუთზე და დაესმება ჩემს სულიერ სიმშვიდეს წერტილი .....


თქვენი მონად მორჩილი ს.სვიანაძე
13.06.11
14:04

No comments:

Post a Comment