ჩვენი ურთიერთობის სცენარს, ჰო?ამ ტრაგიკულმა იუმორმა ოდნავ მომხიბლა. გამეღიმა.ფილმის სცენარს ვცვლი. ისეთ რამეებს ვაკეთებ, რასაც შენ ვერასდროს გამიგებაღარაფერი მინდა, მივდივარ.. სადმე. შორს.სწორედ ახლა ვაპირებ შენზე დაფიქრებას..ქარი იკრებს ძალას გარეთ. ჟინჟღვლას იწყებს.ვხატავ და ვფიქრობ ყველაფერ იმაზე, რასაც ვხატავ, ცხოვრებაზე ჩემში და ჩემს ირგვლივ: ვფიქრობ, შენზე, . ვფიქრობ რა ვქნა, სად გიპოვო ამ წვიმიან საღამოს, როგორ გადაგეღობო წინ, როგორ დაგიცვა შენივე საკუთარი თავისგან.ვფიქრობ შენზეც, საყვარელო. რა ვქნა, როგორ დაგიცვა ჩემთვის შეუღწეველი სევდისგან, რომელიც არასდროს გტოვებს, რომელიც ყველა ქალზე იდუმალ და საშიშ მეტოქედ მექცა. ვფიქრობ სამყაროში დახლართული ბედისწერების ქსელზე, რომლიდანაც, ალბათ, ვერავინ აღწევს თავს...მაგრა ამიტანა ნერვებმა ნელ-ნელა. მარა, თან მიტყდება, რო ამიტანა. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვაღიარო, უნდა დავყარო იარაღი: არაფერი გამომივიდა.„ყველაფერი კარგად იქნება“. სასაცილო სიტყვები.ყველაფერი როგორ?.. რა ყველაფერი?მხოლოდ მიმტევებლურ ნაღველს ვგრძნობ, რაღაც გარდაუვალი უბედურების აღსრულებას და შერიგებას საკუთარ უსუსურობასთან: ვერაფერს, ვერაფერს ვერ აღვუდგები წინ აქედან. ვერაფერს შევცვლი.