ნდობა


ნდობა მაქვს დაკარგული ყველანაირი
არადა ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება არსებობდეს მგონია
ადრე არ ვიყავი ასე, მართლა არ ვიყავი..
ახლა კი უკვე ყველაფერში ეჭვი შემაქვს
სულ სულ ყველაფერში
თუმცა კონკრეტულად ყველაზე მეტი ეჭვი რაზეც მაქვს
იმაზე იმდენი რამე მესმის ყველა მხრიდან რომ უბრალოდ მართლა უგრძნობი უნდა იყო, რომ ყველაფერი ყურს მიღმა გაატარო და იფიქრო რომ ”არა, ყველაფერი კარგად იქნება”.
თან მითუმეტეს როცა არა მარტო საკუთარი გამოცდილებიდან არამედ ძალიან ბევრი გარშემომყოფის გამოცდილებიდან ვიხსენებ მომენტებს,თითოეულ ჟესტს, სიტყვებს კი მითუმეტეს ძალიან კრიტიკულად ვუდგები.
არის ამ შემთხვევაშიც ორი სიტუაცია. თუ ადამიანი მართლა გულწრფელია შენს მიმართ, ასეთი მიდგომით შეიძლება დაკარგო...წარმოიდგინე, რომ სიყვარულს გიხსნის, მთელს გრძნობებს გაფრქვევს და ამ დროს შენ გარკვეული ცინიზმით ეუბნები: ”როდიდან გახდი ასეთი რომანტიკული?” ან უფრო უარესი: ”ოოფ, კაი რა ნუ ამუქებ, არ გეტყობა არაფერი”..აი მართლა ცუდი მოსასმენია ჩემი აზრით..
მაგრამ მეორეს მხრივ, თუ მართლა სულერთია მისთვის ვის რას ეუბნება, თუ აქვს შემუშავებული ის მზერა, ის სიტყვები, ფრაზები, რაც იცის, რომ არავის ტოვებს გულგრილს...?...იქნებ ერთ-ერთი იმათგანია ვინც პირველ რიგში საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ ვინც მოეწონება, ყველას შეუძლია თავი შეაყვაროს და მერე კიდევ როგორც კი მორიგი საინტერესო ობიექტი გამოჩნდება, მასზე გადაერთოს?
არ მინდა ამ ფიქრებით ცხოვრება
არ მინდა!
არა!!!
მინდა მჯეროდეს
არ ვიფიქრო იმაზე რომ კიდევ ერთი მოტყუებული ვიქნები
და არ ვიფიქრო იმაზე, რომ უნდა დავასწრო ვინმეს რამეში...
დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ასეთი აზრები იმის მაჩვენებელია, რომ საკუთარ თავს არ ვაფასებ, დაბალი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე და აქედან გამომდინარეობს ყველა ეს ჩემი მობინადრე აზრი..მაგრამ არც მთლად ამაშია საქმე..უბრალოდ არ მინდა რომ ბოლოს დებილის როლში ვიყო, უგონოდ და ბრმად შეყვარებული, რომელიც არც კი იყურებოდა ცხვირს მიღმა და აშკარა რაღაცეებს ვერ ამჩნევდა..
და მაინც
წამზომი ჩართულია...

No comments:

Post a Comment