2 წელი // 2 საუკუნე // 2 განზომილება
რამდენიმე საათი და 2 წელი შესრულდება რაც უშენოდ გავატარეთ..არადა დღემდე მჯერა,რომ აუცილებლად დაბრუნდები,სადღაც შორს ხარ წასული და გელოდებით..არ მინდა ხვალ ტაძარში მივდიოდე შენი პანაშვიდის გადასადელად,არ მინდა შენი მეგობრები მოვიდნენ და შენ არ დახვდე..
საერთოდ ვინმე თუ ძალიან არ მაწუხებს და მტკივა ტირილი საჯაროდ არ შემიძლია.არ ვიცი ეს მინუსია,პლიუსი თუ რამე საერთოდ არის,მაგრამ მოვკვდები და ცრემლს ვერ გადმოვაგდებ სხვებთან ერთად..ჩუმად,ჩემთვის,მაგრამ ასე ყველას დასანახად არ შემიძლია არა არა არა არარარრ.....
ერთი სიტყვით მეზიზღება 22 აპრილი,მეზიზღება ყველაფერი რამაც შენი თავი წამართვა..მიყვარხარ მა იქ სადაც ხარ და რასაც აკეთებ....ვამაყობ შენით და სულ ეგრე იქნება....
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment